ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ გარდაცვლილი ბრალდებული ზაზა ართმელაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის დასკვნით, სასტუმროში დაცული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები.
ხანძარი სასტუმრო „არმაზში“ 2015 წლის 10 მაისს მოხდა. ხანძარმა სასტუმროში რუსთავის ფოლკლორული ანსამბლის წევრი სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარიდან 2 წლის შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელაძემ.იგი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას „არმაზის“ საქმეზე დარბაზში ხმაური მოჰყვა. განაჩენი მიუღებელი გამოდგა როგორც ბრალდების, ისე, დაცვის მხარისთვის, რომელიც განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.