Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად სამხედრო ბაზაზე


ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე. ექსტრემისტებმა შეტევა წამოიწყეს 28 თებერვლის საღამოს, ტრადიციული ხელწერით.ბაზის შესასვლელთან თავი აიფეთქა სამმა თვითმკვლელმა, დანარჩენები კი ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ინტენსიური ბრძოლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს იერიშის მოგერიება. სამხედრო ბაზის სარდლობის ცნობით ბრძოლაში მოკლეს სულ მცირე 9 თალიბი.

იუწყებიან, რომ წმენდის ოპერაცია კვლავაც გრძელდება კემპ შორაბში, სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტის გარშემო, რომელზე ბოლო 48 საათის განმავლობაში რამდენჯერმე მიიტანეს იერიში ექსტრემისტებმა.

ბაზაში იმყოფება რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მრჩეველი და ჯარისკაცი. მაგრამ თავდასხმის შედეგად არც ერთი უცხოელი ჯარისკაცი არ დაღუპულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG