Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ექვს ვენესუელელ მაღალჩინოსან ოფიცერს


დელსი როდრიგესი და სერგეი ლავროვი
დელსი როდრიგესი და სერგეი ლავროვი

აშშ-მა 1 მარტს სანქციები დაუწესა ვენესუელის უსაფრთხოების 6 მაღალჩინოსანს, რომლებმაც ვაშინგტონის თანახმად ხელი შეუშალეს ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას ქვეყანაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ექვსკაციან სიაში არიან ეროვნული გვარდიისა და პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაახლოებულ პირებად ითვლებიან.

თავის მხრივ 1 მარტს, მადურომ გასცა განკარგულება, რაც ქვეყნის უმსხვილესი სანავთობე კომპანია PDVSA-ს შტაბ-ბინის, ლისაბონიდან, პორტუგალიის დედაქალაქიდან, მოსკოვში გადატანას ითვალისწინებს.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, რომელიც მოსკოვში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით კარაკასს სურს დაიცვას ვენესუელის აქტივების დაცვა დასავლეთის სანქციებისგან.

ვენესუელაში გრძელდება მწვავე პოლიტიკური კრიზისი.

თვენახევრის წინ ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის პრეზიდენტად, რომელიც დასავლეთის უმეტესმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა, აღიარა. მაგრამ მადურო, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ინარჩუნებს სახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის შეიარაღებულ ძალებზე კონტროლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG