Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები


ესტონეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 60 %-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, თითქმის ერთმა ნაწილმა ელექტრონული კენჭისყრის საშუალებით.

საბოლოო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია შუაღამით, პრაღის დროით 23:00 საათზე გამოაცხადებს.

ქვეყნის პარლამენტის 101 მანდატისათვის 10 პარტია იბრძვის. პირველ ადგილს, მრავალი გამოკითხვა, უწინასწარმეტყველებს რეფორმების ლიბერალურ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი კაია კალასი. მას მეტოქეობას უწევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასის ცენტრისტული პარტია, რომელსაც ტრადიციულად ხმას აძლევს ესტონეთის მრავალი რუსულენოვანი მოქალაქე.

არჩევნების წინ მკვეთრად გაიზარდა მემარჯვენე-პოპულისტური ესტონეთის სახალხო-კონსერვატიული პარტიის პოპულარობა. პარტიას, რომელიც ევროსკეპტიკური პოზიცია უკავია, ხმების 20-ი პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG