Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ანაკლიის პორტი „თიბისის“ აჩუქეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად განავითარებდა, თუმცა ის „თიბისის“ იმის გამო აჩუქეს, რომ მისივე თქმით, „თიბისი“-ში 50 მილიონის აქციები ივანიშვილმა იყიდა.

„აქ მე ვაშენებდი ახალ სოხუმს... ვთქვით, რომ კანიონი გვაქვს, მოდით, ავაშენოთ პორტი. მერე ეს ფული სასწრაფოდ აიღეს ბიუჯეტიდან, გადაყარეს ე.წ. უფასო ხვნა-თესვაზე და მინდა წარმოიდგინოთ საქართველოში სახნავ-სათესი შემცირდა ივანიშვილის დროს 25%-ით. ეს პორტი აჩუქეს „თიბისის“. რატომ? - იმიტომ, რომ „თიბისიში“ 50 მილიონის აქციები იყიდა ივანიშვილმა და აწიეს ფული, რომ ვითომ იქ რაღაც კეთდება. ეს აქციები იყიდა, მერე რუსეთმა დაუქნია თითი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 3 მარტს რომში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

XS
SM
MD
LG