Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის განმარტებით, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG