[ქალბატონო სოფიო], თქვენ და თქვენმა კოლეგებმა თავი ვალდებულად ჩათვალეთ, რომ კოდექსის ყველა გვერდზე დაგეწერათ გენდერი. თქვენ ალბათ იცით, რომ არსებობს 2 სქესი, ქალი და მამაკაცი და გენდერს აქვს რამდენიმე ათეული სქესი. ამ გენდერს წამდაუწუმ რომ იხსენიებთ, იქნებ გვითხრათ გენდერის თქვენეული განმარტება. თუ გაბედავთ რომელიმე პარლამენტარი, რომ თქვენეული განმარტება იყოს ევროპის განმარტების საწინააღმდეგო, ა ბურთი და ა მოედანი. " - თქვა დეკანოზმა დავით ლასურიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბავშვთა უფლებების კოდექსის განხილვისას. სასულიერო პირების ნაწილი და ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას.