Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: მუქარის წერილის შესახებ დაკითხვისას ვთქვი, მაგრამ პროკურორებმა კითხვაც არ დამისვეს


„საოცრება ის არის, რომ მე ამ წერილის შესახებ, ჩემს დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე, საქმე არ აღიძრა“, - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვას, წარადგინა თუ არა მან პროკურატურაში ის მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისწერა:

„სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი. ცხრა იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონიანი ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს. ამიტომ თქვენ კითხვაზე, განვაცხადე თუ არა მუქარის შესახებ პროკურატურაში, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს?“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები წერილის შინაარსითა და ფორმით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა.

XS
SM
MD
LG