„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
სხდომის წინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს მისი ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.