Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაიბარეს გამოკითხვაზე


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს 5 მარტს, 14:00 საათზე გამოკითხავენ.

გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

XS
SM
MD
LG