Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია უმრავლესობას მოუწოდებს დროულად შეცვალოს პარლამენტის თავმჯდომარე


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვერ შეასრულა საპარლამენტო რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი როლი, მოლოდინი არ გაამართლა და უნდა შეიცვალოს.

„თუ მას არ შეცვლიან დროულად და არ მოიძებნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც პარლამენტს მისცემენ შესაძლებლობას, გამართულად გააგრძელოს ფუნქციონირება, მაშინ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ ბატონი კობახიძე შეიცვალოს და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი ვარაუდით, კობახიძეს შეცვლიან, რადგან მას არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის აუცილებელი ნდობა და ავტორიტეტი.

ბესელიას შეფასებით, ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG