Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურ მოძრაობაში" მკვდარი სულის გაცოცხლება უწოდეს ღარიბაშვილის დაბრუნებას


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პროექტი „ქართული ოცნება“ სრულად გაკოტრებულია.

სამადაშვილის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული და ივანიშვილს არანაირი რეალური გამოსავალი არ გააჩნია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას უწოდა მკვდარი სულების გაცოცხლება.

„მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის ვერ გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავისი ვადა და მისმა პროექტმაც "ქართული ოცნების" სახით“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ მდივნად დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG