Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევრაზიული ინტეგრაცია მოკლებულია პროგრესს


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევრაზიული ინტეგრაცია არათუ მოკლებულია პროგრესს, არამედ უკან-უკან მიდის. „მე მომახსენებენ არსებულ ბარიერებზე, დაბრკოლებებსა და შეზღუდვებზე ჩვენი სამეურნეო სუბიექტებისათვის. ხოლო მისი აღმოფხვრისაკენ მიმართული კონკრეტული სამუშაოების უქონლობა იფარება გარკვეული ციფრული დღის წესრიგით“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ 5 მარტს, მთავრობის წევრებთან და უწყებების ხელმძღავნელებთან გამართულ თათბირზე, რომელზეც ყურადღება გამახვილდა ბელარუსის მონაწილეობაზე ინტეგრაციულ სტრუქტურებში და ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, სადაც კარგად იცნობენ ბელარუსულ პროდუქციას. „აქვე დავამატები საქართველოს და უკრაინას, რომლებთანაც ჩვენ ვაჭრობის დიდი მასშტაბი და კეთილი ურთიერთობები გვაკავშირებს“.

ამასთან ლუკაშენკომ კვლავ გაუსვა ხაზის ბელარუსის დაბალანსების პოლიტიკის აუცილებლობას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. „ჩვენ აქტიურად უნდა გადავლახოთ ბლოკური დაპირისპირების სირთულე... ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების შეხების წერტილში ყოფნამ ბელარუსს უნდა მოუტანოს სარგებელი. იდეალში, ბელარუსის საგარეო პოლიტიკის დასავლურმა და აღმოსავლურმა ვექტორებმა ერთმანეთი უნდა დააბალანსონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ახლა საპირისპირო ვითარებაა - დასავლეთთან დიალოგში წინსვლა პირიქით მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს.

XS
SM
MD
LG