სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის წერილის ასლი სასამართლოს გადასცა, ორიგინალს კი ექსპერტიზა ლონდონში უტარდება.
„მოგეხსენებათ ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები.
წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიხილე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.