Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: „თიბისი ბანკის“ საქმე - ეს არის ერთი ჩვეულებრივი კრიმინალური საქმე


პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმე, პროკურატურის თანახმად, ჩვეულებრივი კრიმინალური საქმეა, რომელზეც ის როგორც პოლიტიკოსი ვერ იმსჯელებს.

„მამუკა ხაზარაძის კონკრეტული საქმე, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამბობს პროკურატურა, ეს მათი გასარკვევია, ეს არ არის ჩემი სამსჯელო. ეს არ არის ჩემი როგორც პოლიტიკური მდივნის გასარჩევი, ეს არის გამოძიების კომპეტენცია და მე მჯერა, რომ გამოძიება მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას, ამ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ურგვლივ“.

კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღი, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არ აქვს საფუძველი დაიჯეროს.

„რატომ უნდა დავიჯერო. მე მახსოვს რა იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალება ჩვენდამი - დაეხმარეთ ყველა ბიზნესს, არ შეეხოთ არავინ, არ გაბედოთ! მე პირადად ბატონ ხაზარაძეს გავყევი ლონდონში როდესაც აქციები გაიტანეს“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეორე მხრივ ხელშეუხებელი არავინაა.

„მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავინ არ არის ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში, არც გავლენიანი ბიზნესმენი, არ შეძლებული ადამიანები და არც არავინ. როგორ ფიქრობთ თქვენ გაპატიებდნენ 17 მილიონი დოლარისოპერაციის ასეთ ფორმებში ჩატარებას? - მიმართა მან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს და პასუხიც თავად გასცა - „არავინ არ გაპატიებდათ. მუქარა არ არის, მაგრამ მე ვხსნი ამ ფაქტს, როგორც ერთ ჩვეულებრივ კრიმინალურ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG