Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი: ივანიშვილის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს ივანიშვილის უმრავლესობამ მოუსმინოს


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია. მისი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები, მათ შორის ეუთოს დასკვნითაც, დემოკრატიული სტანდარტებით არ ჩატარებულა.

„საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესზე ძალადობის, მოსყიდვის გზით და შესაბამისად, ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ, ლეგიტიმურ არჩევნებად“ - უთხრა ჟურნალისტებს სამადაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის გზავნილი, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ის არის, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG