Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის პარლამენტის შენობის ახალ ფუნქციაზე ისაუბრა


საქართველოს მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის სწრაფად გასავითარებელ მიმართულებად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონფერენციო ტურიზმის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოდგება ქუთაისში არსებული პარლამენტის ყოფილი შენობა.

„ქუთაისში, პრაქტიკულად, უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი. კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციო დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება, რადიკალური ტრანსფორმაცია, ამავე დროს ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების.ქუთაისის ინფრასტრუქტურა აეროპორტი რკინიგზა და ავტობანი, დღეს უკვე აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG