Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი პროფესიულ შეწყალების კომისიაში მწერლების და მხატვრების ადგილს ვერ ხედავს


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სწავლობენ პრეზიდენტის კონცეფციას, რომელიც ეხება პატიმართა შეწყალების კომისიის გადასვლას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში.

თეა წულუკიანის თქმით, თუ ინიციატივის განხორციელება გადაწყდება, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები.

„არ მაქვს დღეს მზა პასუხი მოესწრება, თუ არა ამ ცვლილებების განხორციელება ეგერთ წოდებული სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ - თუ კომისიას შევინარჩუნებთ, ესეც არ არის ჯერ ცნობილი - ისეთი კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული“ - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ასეთ კომისიაში საჭირო იქნება არა მხატვრები და მწერლები, არამედ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას თქვა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადავიდეს, თუმცა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საბოლოო გადაწყვეტილების უფლება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტისვე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG