Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქადაგიძე უარს აცხადებს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე


ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ უარი განაცხადა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე.

პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, საგამოძიებო ორგანო საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს.

გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა „თიბისი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი. გამოკითხვაზე გიორგი ქადაგიძე 7 მარტს უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

XS
SM
MD
LG