Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში იმყოფება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის რესპუბლიკაში.

ორდღიანი ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ლიეტუვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს, პრემიერ-მინისტრს, საულიუს სკვერნელისს და სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით პარტნიორთა მობილიზება.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვილნიუსში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG