Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ქართულად გამოეხმაურა


ლინას ლინკევიჩიუსი
ლინას ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ტვიტერზე გამოქვეყნებული ქართულენოვანი პოსტით მიესალმა.

„ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე” - აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

XS
SM
MD
LG