Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა შეაფასა ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობად


ბიბილოვის და პუტინის შეხვედრა 2019 წლის 6 მარტს, კრემლში გაიმართა
ბიბილოვის და პუტინის შეხვედრა 2019 წლის 6 მარტს, კრემლში გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის რეგიონების ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობად შეაფასა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ცხინვალელი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო პოლიტიკას.

„მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG