Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი ბანკი" საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მტკიცებითი ფორმის განცხადებებისგან


„თიბისი ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე, ამიტომ საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება და „თიბისი ბანკის“ მოხსენიება ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნავს, რომ სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია ეროვნულ ბანკთან ერთობლივი მუშაობით.

„ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი“ - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით, ნახევარ წელზე მეტია იძიებს "თიბისი ბანკის" 11 წლისწინანდელ ოპერაციას. ოფიციალური ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

XS
SM
MD
LG