Accessibility links

site logo site logo

თემურ ჭყონია: ბიზნესი ჩუმად არ არის და მან ზუსტად იცის როდის რა თქვას


"თიბისი ჯგუფის" ირგვლივ ყველას ჰქონდა აზრის გამოხატვის სურვილი, თუმცა პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს დაუკარგეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში" - აცხადებს თემურ ჭყონია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი.

ინტერვიუ მან პორტალ „ბიზნეს მედია ჯორჯიას“-ს მისცა. თემურ ჭყონიას თქმით, ბიზნესი ჩუმად არ არის და მან ზუსტად იცის როდის რა თქვას.

“ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აჰყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადოება, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არ არის სწორი”- ამბობს ბიზნესმენი.

თემურ ჭყონიას თქმით, ბოლო პერიოდში, კერძო სექტორის მიმართ შეურაცხყოფის ტალღა წამოვიდა:

“არავინ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე, როგორც ჩვენ. ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები, დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ, ის თაობა, ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს. სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ, თავისი თავის შეფასება დადონ, რა გაუკეთებიათ მათ გინდ პოლიტიკაში, გინდ ეკონომიკაში, გინდ განათლებაში”- ამბობს თემურ ჭყონია BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG