Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო „ციანიდის საქმის“ მასალების გასაჯაროვებას ითხოვს 


საქართველოს საპატრიარქო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას მიმართავს თხოვნით, გამონაკლისის სახით გაასაჯაროვოს „ციანიდის“ საქმის მასალები.

მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას.

მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG