Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მედიაზე შესაძლო ზეწოლის გამოძიებას ითხოვს


9
9

კოალიცია„მედიისადვოკატირებისათვის“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერგამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია „TV პირველისა“ და„არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას“; განცხადების ავტორთა აზრით ის, რომ წერილის ავტორად ხაზარაძის მიერ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება, საქმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედია საშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს. იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია , ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღიასაზოგადოება- საქართველო“, რეგიონულმა უწყებელელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

XS
SM
MD
LG