აშშ-ის პრეზიდეტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მაღლა აიწია. ეს ცნობა გაავრცელა ჟურნალმა „ფორბსმა“, რომელიც იტყობინება, რომ ტრამპის ქონების მოცულობა არ გაზრდილა ბოლო წლებში. „ფორბსის“ წარმომადგენელმა, ლუიზა კროლმა როიტერსს განუცხადა, რომ ტრამპმა სიაში მაღლა აიწია იმის გამო, რომ არაერთი მილიარდერის ქონება შემცირდა. ტრამპის ქონება იმავე მოცულობის დარჩა, მაგრამ პოზიცია გაიუმჯობესა, თქვა მან. „ფორბსის“ ვარაუდით, ტრამპის პირადი ქონება 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ იმდენსვე, როგორც ეს 2017 წელს იყო. ეს თანხმა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 51 ადგილით მაღლა აწეულიყო სიაში და ახლა, 715-ე ადგილზეა 2153 მილიარდერს შორის. 131 მილიარდი დოლარი აქვს "ამაზონის" დამაარსებელს და მფლობელს, ჯეფ ბეზოს. ბეზოსი ცოლს, მაკკენზის, შორდება და მოელიან, რომ ის ქმრის ქონების ნახევარს მიიღებს. უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე და მესამე ადგილზე არიან მაიკროსოფტის დამაარსებელი, ბილ გეიტსი (96,5 მილიარდი დოლარი) და ინვესტორი, უორენ ბაფეტი (82,5 მილიარდი დოლარი).
ყველაზე პოპულარული
1