მგლებმა აღმოსავლეთ ტაჯიკეთში ორი ქალი დაგლიჯეს, რასაც მოსახლეობის ჩივილი მოჰყვა იმის გამო, რომ თავის დაცვა აღარ შეუძლია ხელისუფლების მიერ სანადირო თოფების ჩამორთმევის გამო.
ტაჯიკეთის საგანგებო ვითარებათა და სამოქალაქო დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, უმედა იუსუპოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მგლების სასიკვდილო თავდასხმა ადამიანზე მოხდა 7 მარტს, დილით ადრე, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში.
ადგილობრივმა მოსახლეებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ მგლების მსხვერპლი შეიქნენ დედა და შვილი, 83 წლის ამალბეგიმ თაშრიფბეკოვა და 55 წლის, მასთიბეგიმ დავანდოვა.
გასულ წლებში ტაჯიკეთში არაერთი შემთხვევა მოხდა, როცა მგლები თავს დაესხნენ ადამიანებს.
ცხოველები განსაკუთრებით აგრესიული არიან ზამთარში და ხშირად ხდება თავდასხმა ადამიანებზე მთიან რეგიონებში. მთიანი ბადახშანის ოლქში ხელისუფლებამ ხალხს სანადირო თოფები ჩამოართვა და მგლებზე ნადირობა აკრძალა.