ამნესტი ინტერნეშენელმა მოუწოდა უკრაინას ხელისუფალთ, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილ შეხვედრების მონაწილეები „ძალადობისგან დაიცვას.
გასულ ორ წელიწადში, აქტივისტ ვიტალინა კოვალის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს 8 მარტს ულტრა მემარჯვენე ძალების დაესხნენ თავს. შარშან, კოვალს, ამნესტის თანახმად, მოძალადე გაერთიანების წევრები დაესხნენ თავს სოლიდარობის შეხვედრაზე და წითელი საღებავი შეასხეს, რის გამოც მას თვალები დაუშავდა.
უკრაინის ამნესტი ინტერნეშენელის დირექტორი, ოსკსანა პოკალშჩუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ მოახერხე სოლიდარობის შეხვედრის მონაწილეთა დაცვა მოძალადეებისგან. ახლა მათ უმოქმედობას გამართლება არ ექნება, დასძენს პოკალჩუკი, რომელმიც მთავრობას მოუწოდებს, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა დაიცვას მთელ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრების მონაწილეთა უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოს მშვიდობიანი შეხვედრის უფლება.
თებერვალში უკრაინის ხელისუფლება დაგმო ამნესტიმ, რადგან მან ვერ უზრუნველყო თავიდან აეცილებინა ძალადობა უმცირესობების მიმართ, როგორიც არიან ალესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა თემის წევრები, ასევე ქალების უფლებებისთვის მებრძოლები, პოლიტიკური ოპონენტები და ეთნიკური უმცირესობები.
უკრაინაში სიძულვილით მოტივირებულ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან უფლებადამცველ აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე ეთნიკურ უმცირესობებს, დაუსჯელობის განცდა აქვთ და ხელისუფლების უმოქმედობა უფრო აძლიერებს მას, აცხადებს უკრაინის ამნესტის განყოფილების დირექტორი პოკალჩუკი.