Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა ტერიტორიის დატოვებისას მძევალი აიფარეს


შსს-ს ინფორმაციით, გლდანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე თავდამსხმელებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ გახსნეს ცეცხლი.

„მათ ვერ შეძლეს ბანკიდან ფულის წაღება, აიფარეს მძევალი, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, გახსნეს ცეცხლი და ასე გავიდნენ შემთხვევის ადგილიდან მძევლის დახმარებით, ახლა მათ მძევლად არავინ ჰყავთ აყვანილი, მძევალი იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელებმა „სუზუკის“ მარკის ავტომობილი ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით თავის შეყვარებულთან ერთად იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ისინი მანქანიანად გაიტაცეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - წერს „ინტერპრესნიუსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

XS
SM
MD
LG