Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ში სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება


შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრი.

ამგვარი რეესტრის შექმნას სპეციალური კანონი - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას შს სამინისტრო განახორციელებს. რეესტრის შექმნისა და მონაცემთა დამუშავების წესი კი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

XS
SM
MD
LG