Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან ეარვეისი" საპროტესტო აქციისთვის ემზადება


ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველ თურქულ კომპანიას "ტავ ურბან ჯორჯია"-ს ძარცვაში ადანაშაულებს.

ავიაკომპანიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომლის თანახმად, "ტავ ურბან ჯორჯია" არ აძლევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების საშუალებას და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანი ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.

„ისეთი გადასახადები, როგორიც "ტავ ურბან ჯორჯიას" აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობა თვლის რომ "ტავ ურბან ჯორჯიას" მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება” - ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, "ტავ ურბან ჯორჯია"-ს წელიწადში სუფთა მოგების სახით საქართველოდან გააქვს 400 მილიონ ლარზე მეტი, სანაცვლოდ კი თბილისს აქვს რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია.

“ჯორჯიან ეარვეისი“-ს განცხადებითვე, "ტავ ურბან ჯორჯია" უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო ზარალდება.

ავიაკომპანია გეგმავს 12 მარტს, 15 საათზე, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააპროტესტოს საქართველოში „ტავ ურბან ჯორჯიას კაბალური მმართველობა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG