Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოში 33 ქალი ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში


სოლიდარობის აქცია თურქეთში

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა (CPJ) კიდევ ერთხელ გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ისეთ ფაქტებზე, როდესაც ქალი ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო შურისძიების შედეგად პატიმრობაში აღმოჩნდნენ .

ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის მიერ (CPJ) 8 მარტს გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტის თანახმად დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ციხეებში მყოფი 251 ჟურნალისტიდან, 33 - ქალია.

სულ მცირე ერთი მათგანი, თურქი რეპორტიორი და აქტივისტი ზეჰრა დოგანი, გასულ თვეში გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც იგი საპატიმრო სასჯელს იხდიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით.

თურქეთის საპატიმროში, სადაც ამჟამად ყველაზე მეტი 68 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, 14 ქალია.

ერთ-ერთ მათგანს ხატიჯე დუმანს, რომელიც გაასამართლეს აკრძალული მარქსისტულ-ლელინისტური კომუნისტური პარტიის წევრობისთვის, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ჩინეთში გისოსებს მიღმა იმყოფება 7 ჟურნალისტი ქალი, მეტწილად უიღურთა ცხოვრებაზე მომზადებული რეპორტაჟებისთვის. საუდის არაბეთმა პატიმრობა მიუსაჯა 4 ქალ ჟურნალისტს, რომლებმაც სამეფო კარი გააკრიტიკეს ქალებისათვის მართვის უფლების აკრძალვის გამო.

CPJ -ის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საპატიმროებში მყოფ ქალ ჟურნალისტებს სასტიკად ექცევიან, მათზე ხორციელდება სექსუალური ძალადობა, აგრესიული ჩხრეკვა, რომლის დროსაც მათ აშიშვლებენ და სცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG