Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა პატრულირება დაიწყო სირიაში რუსეთთან შეთანხმების შედეგად


თურქეთის სამხედრო კოლონა სირიის საზღვართან, 2019 წლის იანვარი
თურქეთის სამხედრო კოლონა სირიის საზღვართან, 2019 წლის იანვარი

თურქეთის ძალებმა დაიწყეს პატრულირება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, იდლიბის პროვინციაში, როგორც ანკარა ამაზე შეთანხმდა რუსეთსა და ირანთან. ანადოლუს სააგენტო იტყობინება, რომ პატრული მოძრაობს იდლიბის ჩრდილოეთში თურქეთის საზღვრის გასწვრივ ალეპოს პროვინციამდე.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის თქმით, თურქეთის ძალები პატრულირებას ეწევიან 15-20 კილომეტრიან დემილიტარიზებულ ზონაში, ხოლო რუსეთის ძალები იმოძრავებენ იდლიბს გარეთ არეალში.

აქარის თქმით, რუსეთს პატრულირება უნდა დაეწყო 8 მარტს, მაგრამ არ არის ცხადი, დაიწყეს თუ არა მათ მოძრაობა განრიგის თანახმად.

აქარმა დასძინა, რომ პატრულის განთავსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისა და იდლიბში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

პატრულირების დაწყება შედეგია რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებისა, რომლის ბოლო შეხვედრა შედგა სოჭში, რათა მიეღწიათ საბოლოო შეთანხმებისთვის. შეთანხმება დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ შარშან შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG