Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში გარდაიცვალა თურქეთში სომეხთა პატრიარქი, მესრობ მეორე


მესრობ მეორე, თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა პატრიარქი, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მესრობ მუტაფიანი, რომელიც კონსტანტინოპოლის სომეხთა 84-ე პატრიარქი იყო, სტამბოლში, სავადმყოფოში გარდაიცვალა 8 მარტს.

მესრობ მეორე პატრიარქის პოსტზე იყო 1998 წლიდან. ის 2008 წლიდან, მას მერე, რაც დემენციიის დიაგნოზი დაუსვეს, შრომისუუნარო იყო.

თურქეთის სომხური თემის პატრიარქის მოვალეობის შესრულება ახლა დაეკისრა მთავარეპისკოპოს, არამ ატესიანს. თურქეთში სომეხთა რიცხვი დაახლოებით 70 ათასს უდრის.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ატესიანს ტელეფონით დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა.

ახალ პატრიარქს აირჩევენ გლოვის 40 დღის შემდეგ.

XS
SM
MD
LG