გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 116 წლის იაპონელი ქალი, კანე ტანაკა, რომელიც იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში, ფუკუოკაზე ცხოვრობს, და რომელიც სამაგიდო თამაშით, ოტელოთია გატაცებული.
სარეკორდო ასაკის აღიარების ცერემონიაზე, მოხუცებულთა სახლში ტანაკას ნათესავებთან ერთად მივიდა ქალაქის თავი.
ტანაკა დაიბადა 1903 წლის 3 იანვარს. ის თავი რვა და-ძმას შორის მეშვიდე იყო. 1922 წელს ის დაქორწინდა ჰიდეო ტანაკაზე. წყვილმა ოთხი ღვიძლი შვილი და ერთი ნაშვილები გაზარდა.
კანე დილით 6 საათზე იღვიძებს და მათემატიკით ერთობა.
მისი წინამორბედი ყველაზე ხანდაზმული ქალიც იაპონელი იყო. ის ივლისში გარდაიცვალა 117 წლისა.
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადმიანთა სიაში იაპონელები დომინირებენ. „გინესმა“ განაცხადა, რომ ეძებს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ კაცს.
მასაძო ნონაკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ კაცად იყო მიჩნეული, 113 წლისა და 179 დღის ასაკში გარდაიცვალა იანვარში.