Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შერემეტიევოს აეროპორტში ბარგში ჭურვის გატანას ცდილობდა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ობიექტი, რომელიც ჰგავდა ნაღმმტყორცნის ჭურვს ასაფეთქებელი ნაწილის გარეშე", ჩამოართვეს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, 9 მარტს, შერემეტიევოს აეროპორტში.

ცნობას ავრცელებს ტასსი. მის თანახმად, ჭურვს მხოლოდ დეტონატორი ჰქონდა, ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე. ტასსის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტს პროვოკაციად აფასებს.

ინციდენტის ფონია რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობა. ვაშინგტონმა დატოვა ცივი ომის პერიოდის მნიშვნელოვანი შეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ, რადგან მოსკოვს მის დარღვევაში ადანაშაულებს. მოსკოვმა საპასუხოდ ასევე უარი თქვა1987 წელს დადებულ, საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობაზე.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, რომლის ვინაობა დაუდგენელია, ნება დართეს ნიუ იორკში გაფრენილიყო. აშშ-ის საელჩოს დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ. აშშ-ის საელყო კომენტარს არ აკეთებს ინციდენტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG