Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენა პროტესტს უცხადებს უკრაინას ავსტრიელი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო


ავსტრიამ პროტესტი გამოთქვა უკრაინის მიმართ ავსტრიელი რეპორტიორისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო და ქმედებას ცენზურის აქტი უწოდა.

უკრაინამ განუცხადა ავსტრიას, რომ ის ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვის ქრისტიან ვერშიუტცს, ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ო-ერ-ეფის“-ის კიევის ბიუროს ხელმძღვანელს, რომელიც კიევის აზრით, „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მუქარას“ წარმოადგენს. ეს განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვერშიუტცი აცხადებს, რომ კიევი მას ადანაშაულებს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის ხიდის გადაკვეთაში. ავსტრიელი ჟურნალისტის თქმით, ხიდი მისი გუნდის წევრებმა გადაკვეთეს, მაგრამ ის მასზე არ გადასულა.

ვერშიუტცისთვის მოგზაურობის აკრძალვა ცენზურის მიუღებელი აქტია, განაცხადა 7 მარტს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისლმა, რომელმაც თავის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან იცეკვა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ კიევის ელჩი ავსტრიაში გამოძახებულია და ის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდება 11მარტს. ამ დღეს კნაისლი მოსკოვში იქნება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

XS
SM
MD
LG