Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებმა გერმანიის ნაკრები 52:3 დაამარცხეს


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წაუგებელი სერია დღეს ქუთაისში გააგრძელა, გერმანიის ნაკრების ძლევით. ბორჯღალოსნებმა ტურნირის აუტსაიდერის მცირე წინააღმდეგობა პირველსავე ტაიმში გატეხეს - 21:3. შესვენების შემდეგ კი, მილტონ ჰეიგის შეგირდები 52 ქულამდე ისე ავიდნენ, მოწინააღმდეგეს ერთი ქულაც არ მოაპოვებინეს.

საქართველოს ნაკრებმა სულ რვა ლელო გაიტანა, რითაც დამატებითი ქულაც მოიპოვა და ჩემპიონის მორიგი ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

ბოლო ტურში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს კრასნოდარში დაუპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG