Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დააპატიმრეს ჩინეთში ეთნიკურ ყაზახთა უფლებების დამცველი ჯგუფის თავკაცი


ყაზახეთის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს ჩინეთში ეთნიკური ყაზახების პრობლემებისკენ.

ჯგუფის „სამშობლოს მოხალისეები“ წარმომადგენლმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სერიკჟან ბილაში ალმათიში სასტუმროში დააკავეს და ასტანაში გადაიყვანეს, განაცხადა კაირათ ბაიტულაჰმა და თქვა, რომ პოლიციამ დადასტურა დაპატიმრების ფაქტი და განმარტა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილია „ეროვნული შუღლის და სიძულვილის“ გაღვივებაში.

ბილაში, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სინიანის რეგიონში დაიბადა, ნატურალიზებული ყაზახეთის მოქალაქეა. ბოლო თვეებში მან არაერთი შეხვედრა მოაწყო ყაზახეთში გადმოსახლებული და დაფუძნებული ეთნიკური ყაზახებისა, რომლებიც ჩივიან, რომ მათ ნათესავებს ჩინეთში ეგრეთ წოდებულ, ხელახლა აღზრდის ბანაკებში ამყოფებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG