რუსეთის ქალაქებში 10 მარტს გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები რუსეთში ინტერნეტის თავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციები გაიმართა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ასევე ხაბაროვსკში, ვორონეჟსა და სხვა ქალაქებში.
მოსკოვში აქციაზე, ბოლო ინფორმაციით, მივიდა 15 ათასზე მეტი კაცი. პოლიციის ცნობით, მიტინგზე 6,5 ათასი დემონსტრანტი იყო. აქციების ორგანიზატორები არიან მოძრაობა როსკომსვობოდასთან ერთად არარეგისტრირებული ლიბერტარიანული პარტიის აქტივისტები. შეხვედრაზე მონაწილეობისკენ მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
12 თებერვალს რუსეთის სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ შესაძლებლობას, იზოლირებულ იქნეს ინტერნეტის რუსეთის სეგმენტი.
დამოუკიდებელი ჯგუფი OVD-Info იტყობინება, რომ მოსკოვში სულ 29 ადამიანი დააკავეს. ორი პირი დააპატიმრეს ცოტა ხნით სანქტ-პეტერბურგში.