Accessibility links

site logo site logo

ეთიოპიის ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 35 სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ


ეთიოპიის თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა განიცადა ბორტზე 150-ზე მეტი ადამიანით, ადის აბებიდან ნაირობიში მიფრინავდა. მან კატასტროფა განიცადა ეთიოპიის ქალაქ ბიშოფთუს მახლობლად, დედაქალქ ადის აბებიდან 50 კილომეტრში, აფრენიდან მალევე.

თვითმფრინავში მყოფი 149 მგზავრი 35 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრთა შორის იყვნენ გერმანიის, ავსტრიის, ასევე შვედეთის მოქალაქეები. დაღუპულია რუსეთის სამი მოქალაქე.

სლოვაკეთის კანონმდებელმა, ანტონ ჰრნკომ ფეისბუკით დაწერა, რომ მისი ცოლი და ქალ-ვაჟი არიან დაღუპულთა შორის. ესპანეთმა, ისრაელმა, მაროკომ დაპოლონეთმა ორ-ორი მოქალაქე დაკარგა ავიაკატასტროფაში.

ავიაკომპანიის თანახმად, მგზავრთა შორის არიან, ბელგიის, ჯიბუტის, ინდონეზიის, ირლანდიის, მოზამბიკის, ნორვეგიის, რუანდის, საუდის არაბეთის, სუდანის, სომალის, სერბეთის, ტოგოს, უგანდის, იემენის, ნეპალის და ნიგერიის თითო-თითო მოქალაქე.

არ არის დადგენილი ავარიის მიზეზი. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG