Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ისე დაასრულა, დარბაზში საქართველოს ჰიმნი ერთხელაც არ აჟღერებულა. თუმცა, მოპოვებული მედლების რაოდენობით, ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილი გუნდი 26 ქვეყნის ნაკრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სერბიის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპირველობაზე სულ ათ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები და ექვსში საპრიზო სამეულში ქართველი მოჭიდავეები მოხვდნენ. უმაღლეს ტიტულთან ყველაზე ახლოს ედემი ბოლქვაძე მივიდა - 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოებით დაასრულეს ევროპის ჩემპიონატი რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ), ზაურ ბერაძემ (86 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ).

თავისუფალი სტილით ჭიდაობამდე, ნოვი სადში ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულში გამოვლინდნენ და საქართველოს ნაკრებმა გაცილებით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა: ხუთი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG