Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: სასამართლო "კლანი" ძალაუფლებას ინარჩუნებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტები ძალაუფლებას უნარჩუნებს სასამართლოში არსებულ კლანს.

„ვფიქრობ დღეს ჩვენს წინაშეა „ქართული ოცნება1“-ის და „ქართული ოცნება 2“-ის განცხადებები „ - აღნიშნა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესის თაობაზე მომზადებული კანონპროექტების კრიტერიუმების კომენტირებისას.

ორივე ინიციატივის მიხედვით, „კლანი" ათი წევრით ასახელებს სიას და ამ სიასთან დაკავშირებით შემდეგ ხდება პარლამენტში განხილვა. არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რაიმე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რაც გვაქვს.“- აცხადებს ანა დოლიძე.

„ორივე ინიციატივაში 2/3-ით ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის საჭირო, ისევე როგორც დღევანდელ, მძიმე რეალობაში იყო ეს. შედგება სია, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტი იწყებს განხილვას. ანუ პარლამენტს საშუალება არ ექნება იმსჯელოს კანდიდატურებზე, რომელიც არ იქნება არჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ.

გამოდის რომ ორივე კანონპროექტი გზას იტოვებს, მოლაპარაკებები წარიმართოს „კლანთან ", ათ ხმასთან, რომლებიც საბჭოშია, რათა იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება "ოცნება ერთისთვის" ან "ოცნება ორისთვის“, -აღნიშნა ანა დოლიძემ.

XS
SM
MD
LG