Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი წლების განმავლობაში აშშ-ის ბაზასთან ცხოვრობდა


თალიბანის ლიდერი, აწ გარდაცვლილი მოლა მოჰამედ ომარი წლების განმავლობაში ცხოვრობდა აშშ-ის ბაზასთან ახლოს, სამხრეთ ავღანეთში - ვკითხულობთ ახალ წიგნში.

წიგნის სათაურია "მტრის ძიება", და მისი ავტორი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი და მწერალი, ბეტ დამი ამბობს, რომ მოლა ომარს თავი არასოდეს შეუფარებია პაკისტანისთვის - როგორც ამას აშშ-ის და ავღანეთის წარმომადგენლები ფიქრობდნენ.

დამი ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა კვლევას, მან თალიბანის წევრებისგან ინტერვიუები აიღო წიგნისთვის მათი ლიდერის ბიოგრაფიაზე, რომელიც ჰოლანდიურ ენაზე გასულ თვეში გამოქვეყნდა. წიგნის მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა აშშ-ში განთავსებულმა კვლევითმა ცენტრმა, "ზომიამ".

თალიბანი ავღანეთში 1996-დან 2001 წლამდე იყო ხელისუფლებაში, ის აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების შეჭრის შედეგად დაამხეს. მას მერე ჯგუფი ანტისამთავრობო ამბოხებას აწყობს.

აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ომარის შესაპყრობ ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დაწესდა. დამი წერს, რომ მოლა ომარი ზაბულის პროვინციის დედაქალაქ ყალათში ცხოვრობდა 2004 წლამდე, როცა აშშ-ის ძალებმა დაიწყეს საოპერაციო ბაზის მშენებლობა მისი სამალავიდან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. შემდეგ ომარი შინკაის რაიონში გადავიდა და ხუთი კილომეტრის მოშორებით აშშ-მა ავანგარდული ბაზის მშენებლობა დაიწყო.

XS
SM
MD
LG