თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 18 ჟურნალისტის მოთხოვნები და შპს „იბერია TV”-ს მათთვის შრომის ანაზღაურება დაავალა. ჟურნალისტების შრომით უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.
ორგანიზაციის თანახმად, სასამართლომ „იბერია TV”-ის დააკისრა გადაუხადოს 18 თანამშრომელს 2 თვის შრომის ოდენობის კომპენსაცია, 1 კვირის სახელფასო დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით.
„იბერია TV“-მ მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიაში აცხადებდნენ,რომ ამის მიზეზი გახდა ფინანსური პრობლემები, რომლებიც კომპანიას ხელისუფლებამ შეუქმნა.