Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ეროვნული არჩევნები დაინიშნა, პაკისტანთან დაძაბულობის ფონზე


ინდოეთის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ეროვნული არჩევნები აპრილსა და მაისში, შვიდ ეტაპად გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა მოიპოვოს კოალიციამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უდგას სათავეში.

კომისიის ხელმძღვანელმა, სუნილ არორამ 10 მარტს გამოაცხადა, რომ არჩევნები გაიმართება 11, 18, 23 და 29 აპრილს და 6, 12 და 19 მაისს. ამომრჩევლის რაოდენობა 900 მილიონ მოქალაქემდეა. ბიულეტენებს 23 მაისს დაითვლიან.

საარჩევნო პროცესის ეტაპებად დაყოფა არჩევნების მესვეურებს საშუალებას მისცემს ჯარი განათავსოს ძალადობის პრევენციისთვის, და პარტიულ აქტივისტებს აღუკვეთოს საარჩევნო უბნებზე კონტროლის დამყარება.

არჩევნები დაძაბულ ფონზე ჩატარდება. ბოლო თვეებში შეტაკებები მოხდა ბირთვული იარაღის მქონე მეტოქე ქვეყნას, ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG