Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ სამხედრო წვრთნა დაიწყო, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრის წინ


აზერბაიჯანმა მასშტაბური სამხედრო მანევრები დაიწყო იმ ფონზე, როცა იგეგმება პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 11 მარტს გამოაცხადა, რომ ხუთდღიან წვრთნაში ჩართული იქნება 10,000 სამხედრო, 500 ტანკი, 300 სარაკეტო სისტემა, თვითმფრინავები და სხვა სახის აღჭურვილობა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მანევრები "არ ეხმარება მშვიდობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას".

ფაშინიანის და ალიევის შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შეხვედრა, რომლისთვისაც მზაობას ორივე მხარე გამოთქვამს, მთიანი ყარაბაღის საკითხს შეეხება.

ძირითადად სომხებით დასახლებულმა მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-94 წლების ომისას, რომელსაც 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა. 1994 წლიდან რეგიონს აკონტროლებენ ეთნიკურად სომეხი ძალები, რომლებიც, აზერბაიჯანის თქმით, შეიცავენ სომხეთიდან გამოგზავნილ სამხედროებს. რეგიონის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. საერთაშორისო შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა ხელი შეუწყო რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ეს შეთანხმება დროდადრო ირღვევა ხოლმე. კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის გზა არ გამონახულა.

XS
SM
MD
LG