Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. გამოცემა „რეკორდერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. კონკრეტულად კი, მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამო, ნაგლიაშვილი 5 მარტს დააკავეს საკუთარ სახლში.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო ვერ შეძლო 22 წლის ძიუდოისტმა საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება და საქართველოს ჩემპიონატიც გამოტოვა, თუმცა ფედერაციაში არ აქვთ ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

"რეკორდერის" ცნობით, თორნიკე ნაგლიაშვილს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა და ის არაერთხელ დაარღვია. მარნეულის სასამართლომ სპორტსმენი 22 აპრილამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ნაგლიაშვილის ადვოკატმა კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატის განცხადებით, ნაგლიაშვილი ბრალს არ აღიარებს და მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ოჯახური ძალადობის ფაქტს ძიუდოისტის მეუღლეც უარყოფს - ამბობს, რომ მას და თორნიკეს ბავშვთან დაკავშირებით ჰქონდათ ინციდენტი, რომელიც მალე გაირკვევა.

XS
SM
MD
LG