Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვენესუელიდან დარჩენილ დიპლომატებსაც გაიყვანს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ მოპმეომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ვენესუელიდან იქ დარჩენილი ამერიკის დიპლომატიური მისიის მთელი პერსონალის გაყვანას ითვლისწინებს.

„24 იანვრის გადაწყვეტილების მსგავსად, როდესაც მინიმუმამდე შემცირდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა,ეს ნაბიჯი გამოწვეულია სიტუაციის გაუარესებით ვენესუელაში, ისევე როგორც დასკვნით, რომ ამერიკელ დიპლომატთა ყოფნა საელჩოში ზღუდავს აშშ-ის პოლიტიკას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რუსეთის „ევროფინანს მოსნარბანკს“, რომელიც აგრძელებს ფინანსურ ოპერაციებს ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიაPDVSA-სთან.

აშშ-ის მიერ 11 მარტს გადადგმული ეს ნაბიჯი წარმოადგენს ზეწოლას როგორც კარაკასზე, ისე მოსკოვზე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია დასავლეთის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად სცნო ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდო, ნიკოლას მადურო კი არალეგიტიმურად გამოცხადა. მაიკ პომპეოს განცხადებამდე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა სანქციები რუსეთის ბანკ „ევროფინანს მოსნარბანკის“ წინააღმდეგ. ვაშინგტონის თანახმად ბანკის წმინდა აქტივები 2018 წელს 50%-ით გაიზარდა, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაფართოების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG